მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის VIII/1 კლასში საბუნებისმეტყველო კათედრის ორგანიზებით, კერძოდ ფიზიკის პედაგოგის, ქალბატონ ნინო შენგელიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საპროექტო სამუშაო თემაზე: "ენერგია და ენერგიის ალტერნატიული წყაროები".
პრეზენტაციები წარმოადგინეს მოსწავლეებმა: ვ. პირველაშვილმა, მ. ონიანმა, ს. კეპულაძემ, დ. ჭაჭიაშვილმა, გ. ლეჟავამ, გ. მარგველაშვილმა, მ. რამინაშვილმა, გ. გიორგობიანმა და ს. ძოძუაშვილმა.
ენერგიისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების შესახებ პრეზენტაციას ესწრებოდა კლასის ხელმძღვანელი, საბუნებისმეტყველო კათედრის და სხვა საგნების პედაგოგები.