კულტურის მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს და ქუთაისის მერიის განათლების და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში გუშინ, 9 დეკემბერს ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების პროექტი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა. მათთან ერთად სამუშაოებში მონაწილეობას იღებდა სკოლის დირექტორი, მურად ჯიშკარიანი და ადმინისტრატორი, ანა კახიძე.
გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება ოთხმოცდაათიან წლებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენლი ძეგლების ადგილზე, რომელიც მიმდინარე ეტაპზე ეკალ-ბარდებითაა დაფარული.
ტერიტორიის დასუფთავებაში მონაწილეობას იღებენ უმაღლესის სასწავლებლების სტუდენტების და საჯარო სკოლების მოსწავლეები. პროექტი 5 თვის მანძილზე გაგრძელდება.