საჩუქარი მეორე კლასელებს


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს მოემზადებინათ პროექტი "ჩვენი შემოქმედება", რომელიც მიუძღვნეს მათ პატარა მეგობრებს, II კლასის მოსწავლეებს (ხელმძღვანელი: რ. ფხაკაძე).
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ქალბატონმა ნატო თევდორაძემ კონკრეტული სიტყვებისაგან ალიტერაციული და ასონანსური ლექსის დაწერა სთხოვა ბავშვებს. მოსწავლეების დიდმა ნაწილმა დავალებას თავი კარგად გაართვა. სწორედ მაშინ ჩაისახა პროექტის შექნის იდეა.
მომზადების პროცესში ბევრი  მოსწავლე ჩაერთო. ზოგი ხატავდა, ზოგი წერდა. შედეგად საინტერესო ნამუშევარი მიიღეს...
როდესაც "ჩვენი შემოქმედების" წარდგენის დრო დადგა, ყველა ანერვიულდა. მათ აინტერესებდათ, პატარებს მოეწონებოდათ თუ არა მათი ნამუშევარი. იმედებმა გაამართლა - უმცროსკლასელებმა გაიხარეს!
VII კლასელები იმედოვნებენ, რომ ასეთი მეგობრული ურთიერთობა ისევ გაგრძელდება. ჩვენ კი მოსწავლეების მიერ შედგენილ ერთ ლექსს შემოგთავაზებთ:

"ერთი ფისო მოგვეკედლა, პატარა და შავი
საცოდავი სახე ჰქონდა, გაბურძგნული ტანი
ყველას ძალზე შეეცოდა ფისუნია შავი,
მოდით, ერთად ავიყვანოთ და დავბანოთ ტანი.
ყველას ძალზე შეეცოდა ფისუნია შავი,
საცოდავი სახე ჰ
ქოდა, გაბურძგნული ტანი."