დღეს, 29 თებერვალს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლამ, პარტნიორი სკოლის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო ქუთაისის №33 საჯარო სკოლაში ჩატარებულ მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაში.
კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს ჩვენი სკოლის X კლასის მოსწავლეებმა: ანანო შალამბერიძემ (კლასის ხელმძღვანელი: მარინე რუსაძე) და მარიამ იობიძემ (კლასის ხელმძღვანელი: ნინო დათაშვილი), ასევე XI კლასის მოსწავლემ მარიამ ჯავახაძემ (კლასის ხელმძღვანელი: ნინო თურქია).
აღსანიშნავია, რომ ჩვენი მოსწავლეები სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მას შემდეგ მიიწვიეს, რაც ქალბატონმა მარინა ისკაკოვამ (ქუთაისის №2 საჯარო სკოლის დირექტორი) მოისიმინა მათი საკონფერენციო ნაშრომები, რომლებიც მომზადდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად. კონფერენცია ჩატარდა მიმდინარე წლის 19 თებერვალს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
ქუთაისის №33, 17 და 35 სკოლების მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს, რომლებიც შეეხებოდა პროპორციებს, წარმართულ რელიგიებს, ქართულ ტრადიციულ სამოსს, ქიმიის სწავლებას, გარემოს დაცვას, ძალადობასა და ნარკომანიას.
წარმატებებს ვუსურვებთ კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებს და მათი სკოლის მესვეურებს!