მიმდინარე წლის 22 მარტს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი პროექტი "საიმედო თაობა" ჩატარდა.
აღნიშნული პროექტი მიეძღვნა ბედნიერების საერთაშორისო დღეს, რომელიც 2012 წელს გაეროს რეზოლუციით დამკვიდრდა მთელ მსოფლიოში.
პროექტის მიზანი იყო სკოლის მოსწვალეების ნიჭიერების წარმოჩინება, მათი გაცნობა საზოგადოებისთვის. აღნიშნული მიზნის გამო ეწოდა პროექტს: "საიმედო თაობა".
ღონისძიება შემოქმედებითი ხასიათის იყო და მასში მონაწილეობა მიიღო სკოლის 100-მდე მოსწავლემ. სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული სცენარის მიხედვით (წამყვანები XI კლასის მოსწავლეები - მარიამ ჯავახაძე და გეგი ბაქრაძე), მათ მაყურებელს წარმოუდგინეს საინტერესო ნომრები.
მოსწვალეთა მიერ შესრულებულმა საფორტეპიანო ნაწარმოებებმა (ნია სოხაძე, ლილე სვანაძე, გიორგი და მარიამ ჭეიშვილები), ფოლკლორულმა სიმღერებმა (მარიამ იობიძე, დალი ნაცვლიშვილი, დათა კვირიკაშვილი, ლუკა ქარჩხაძე ანრი ანდღულაძე), ქართული ლექსების არაჩვეულებრივმა მხატვრულმა წარმოდგენამ (ლუკა კაპანაძე, საბა ბასილაძე ნინო ჯინჭარაძე, ნია გაგუა, ნერსე ხურციძე), ხალურმა ცეკვებმა (ანსამბლი "ორნატი", ქორეოგრაფები მამუკა გეწაძე და ლიკა ტყეშელაშვილი), დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიებაზე შესრულდა მუსიკალური ნაწარმოებები ვიოლნოზე (მარიამ რუხაძე), რომელსაც აკომპანირება გაუწია მოსწავლემ, ნორჩმა პიანისტმა გიორგი ჭეიშვილმა და პედაგოგმა - თინათინ ენდელაძემ.
ამ დღეს სცენა დაეთმო სკოლის ყველაზე მხიარულებს და საზრიანებსაც (ნინი ნადიბაიძე, ავთო ფოლადაშვილი, ბადრი ფოცხვერაშვილი, ელა სულაქველიძე, ნერსე ხურციძე). მეოთხეკლასელი ლაზარე ჯინჭარაძე პროგრამის ყველაზე პატარა მონაწილე იყო, რომელმაც შეასრულა ნაწყვეტი ცნობილი იუმორისტული ტელეპროექტიდან "ქერის უბანი".
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ჩვენმა მოსწავლეებმა პირველად წარმოადგინეს საკუთარი შემოქმედება: ლექსები (ნია გაგუა), ჩანახატები (მარიამ იობიძე).
პროექტის სცენარის მიხედვით, დასასრულს სცენაზე მოვიწვიეთ საგნობრივი, სპორტული, შემოქმედებითი მიმართულებით წარჩინებული მოსწავლეები, რამაც ერთგვარად შეაჯამა და დააგვირგვინა ეს დღე.
ბედნიერების დღისასმი მიძღვნილმა პროექტმა ბევრი პოზიტივი მოიტანა: ერთმანეთს დაამეგობრა 50-მდე მოსწავლე (ორგანიზატორები, მონაწილეები, წარჩინებულები),, მათ უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ საკუთარი შესაძლებლობებით ასახელონ როგორც ოჯახები, ასევე მშობლიური სკოლა და ერი!
ღონისძიებას ესწრებოდნენ საჯარო სკოლების დირექტორები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ქუთაისის განათლების რესურს ცენტრის წარმომადგენლები და მშობლები.
პროექტის დასარულს სცენაზე მივიწვიეთ სკოლის დირექტორი. ბატონმა მურადმა სიხარულით აღნიშნა, რომ მართლაც დიდი ბედნიერებაა, როდესაც ამდენი ნიჭიერი ბავშვი ეზრება საქართველოს.