დღეს, 4 მარტს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის საბავშვო სპექტაკლი "წითელქუდა" ჩატარდა. სპექტაკლი წარმოადგინა ქუთაისის "ნიღბების თეატრმა" (წითელქუდა - ხატია გობეჯიშვილი, მგელი - ზურაბ კუპრაშვილი, ბებია - დარეჯან გოგოლაძე, ძაღლი -ზაზა იოსებაშვილი, მელა - გიორგი ჭაფოძე). სკოლის
პატარა აღსზრდელებმა იხალისეს საყვარელი სპექტაკლის ნახვით.
"ნიღბების თეატრი" ქუთაისში თითქმის 25 წელია არსებობს. თეატრის სხვადასხვა სპექტაკლებია: "სამი გოჭი", "მოხუცი ჯამბაზი", "ლომის წვეულება", "ნაცარქექია", "ზღაპრული შოუ" და სხვა.
საბავშვო სპექტაკლების წარმოდგენები სკოლაში მომავალშიც გაგრძელდება.
საბავშვო სპექტაკლების წარმოდგენები სკოლაში მომავალშიც გაგრძელდება.