ძალადობა და მათი სახეები

მიმდინარე წლის 30 მარტს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის 2 საჯარო სკოლის IX-3 კლასში (დამრიგებელი: ბელა ხეცურიანი) ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე: ძალადობა და მათი სახეები (საგანი: სამოქალაქო განათლება; პედაგოგი: ეთერ სიხარულიძე). გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს უკეთ გაეცნოთ ძალადობის სახეები და მისი მართვის მეთოდები. სპეციალურად ამ დღისთვის  მომზადებული როლური თამაშებით, აღსაზრდელებმა წარმოა-დგინეს ძალადობის სცენები, რომლებიც განიხილეს გაკვეთილის განმავლობაში. მთ გაამახვილეს ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ძალადობა სკოლაში, ოჯახში და თემში. 
გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენებს თვალსაჩინოებები: ნახატები, სურათები, პლაკატები (წარწერებით: არა ძალადობას! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!), ასევე საერთაშორისო კონვენციები ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ.  ვიდეო მასალის ჩვენების შემდეგ, გაიმართა დისკუსია.
გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები.