საინტერესო გაკვეთილი ხელოვნების ისტორიაში

მიმდინარე წლის 31 მარტს იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის #2 საჯარო სკოლის V-1 კლასში (დამრიგებელი: მაია ფანცხავა) ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი ხელოვნების ისტორიაში (პედაგოგი: ნათელა ხარაბაძე).
მოსწავლეებმა ჯგუფებში თვალსაჩი-ნოებების საშუალებით საინტერესოდ წარმოადგინეს თემები: ეროვნული საგანძური (ისტორიული ცნობები ბედიის მონასტრის, ნიკორწინდის, ხახულის, ბოლნისის სიონის და არმაზის ხევის რელიგიური ძეგლების შესახებ), ხელოვნება და ისტორია (დავით გუდიაშვილის შემოქმედების, კრწანისის ბრძოლის, ვახტანგ გორგასლის და ქართლის დედის ძეგლების და მათი მნიშვნელობის შესახებ).
I ჯგუფის თემაზე მუშაობდნენ: მარიამ მანაგაძე, საბა მანაგაძე, დურიკო ჭეიშვილი, ქეთი ლომიძე, დათა ღვინიანიძე და ხვიჩა ბაინდური. II ჯგუფის თემაზე მუშაობდნენ: მარიამ გურული, ანა ჭურაძე, ემილი გოლეთიანი, ლიკა მაღლაკელიძე და თამარ მარგველაშვილი.
დასასრულს გუნდის ლიდერებმა იპაექრეს. მათ მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ ნათელას და მის აღსაზრდელებს!