გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით ამერიკელმა პედაგოგებმა, ისევე როგორც სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ხ. აფრიდონიძემ ჩაატარეს გაკვეთილები, რომელსაც ესწრებოდა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი ქ–ნი მ. ღურჭუმელიძე, დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები. საინტერესოდ ჩატარებული გაკვეთილების შემდეგ შეხვედრა გაიმართა ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კლუბის მოსწავლეებთან, რომლებმაც ამერიკისა და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის შესახებ ისაუბრეს.
საინტერესოდ წარიმართა და ხანგრძლივად მიმდინარეობდა საუბარი დისკუსია ამერიკელ სტუმრებსა და ქართველ მოსწავლეებს შორის. მოსწავლეებმა, დირექციამ დიდი სიყვარულით და პატივისცემით გააცილეს სკოლის საპატიო სტუმრები.