ჩატარდა ღია გაკვეთილი IV3 კლასში. კლასის ხელმძღვანელი ლუბა ჩოგოვაძე. საპრეზენტაციო მასალა მოამზადა ანა გოგავამ. გაკვეთილის თემა: "აკაკის იუბილე". გაკვეთილზე მოსწავლეების მიერ იქნა წარმოდგენილი აკაკის ბიოგრაფია, ლექსები, მოთხრობები, პოემები. მოსწავლეებმა გააცოცხლეს აკაკის ნაწარმოებების გმირები. გაკვეთილზე იყო გაჟღერებული სიმღერები, რომლებიც შეიქმნა აკაკის ლექსებზე. გაკვეთილმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე.