2010 წელი, 26 ნოემბერი

ქ. ქუთაისის ი. ოცხელის სახელობის №2 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ცენტრ, "Iuna Amiko"–ს ინიციატივით გაიმართა კონფერენცია თემაზე: ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, სიგარეტი – როგორც მავნე ჩვევები.


კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო IX და X კლასის მოსწავლეებმა. ასევე "გიმნაზიის ყვავილის", "XXI საუკუნის", №27–ე სკოლების მოსწავლეებმა.

ნაჩვენები იქნა ამ თემებთან დაკავშირებით მოსწავლეების მიერ მომზადებული სხვადასხვა "ვიდეოები" და "სლაიდები". თემების წარდგენის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.

2009 წელს საზოგადოებრივი მეცნიერებების კათდრაზე ჩატარდა მსგავსი კონფერენცია თემებზე: ნარკოტიკი, თამბაქო, "აივ" ინფექცია შიდსი.