ქუთაისში გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღე აღინიშნა

დღეს, იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლის და "იოსებ ოცხელის საზოგადოების" მხარდაჭერით, ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის გრიგოლ რობაქიძის დაბადებიდან 126 წელი აღინიშნა.
მწერლის ცხოვრება  იმ ადგილზე მოიგონეს, სადაც ქალაქის თვითმმართველობის განკარგულებით, მალე გრ.რობაქიძის სახელობის სკვერი "კარდუ" გაიხსნება. 
იუბილეზე მობრძანდნენ მწერლის შემოქმედების მოყვარულები. სტუმრებს მიესალმნენ სკოლის მოსწალეები. სიტყვები წარმოთქვეს ჩვენი სკოლის დირექტორმა მურად ჯიშკარიანმა, მათემატიკის კათედრის გამგემ, იოსებ ოცხელის საზოგადოების ხელმძღვანელმა და გრ. რობაქიძის იუბილის აღნიშვნის ორგანიზატორმა - ნანი ჟორჟოლიანმა, ჟურნალისტმა მედეა ჩოქოვაძემ და სხვებმა.

გრ. რობაქიძის იუბილის აღნიშვნა ტრადიციულ ხასიათს ატარებს და იგი მომავლშიც გაგრძლედება.