სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლა, ზურაბ ჯავახაძის სახელობის სპორტის მუზეუმი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის გრ. მიქაუტაძის სახელობის საფეხბურთო სკოლა და ქუთაისი "შევარდენი -2012", მიმდინარე წლის 27-31 ოქტომბერს ატარებს პირველ შიდა სასკოლო ხსოვნის ტურნირს მინი ფეხბურთში.
ფეხბურთის კვირეულში ერთმანეთს ეჯიბრებიან 2004-2005 წლებში დაბადებული ბავშვთა გუნდები. ტურნირი ეძღვნება საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის ჯუდა ხარაიძის ხსოვნას.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ჯუდა ხარაიძის სახელობის გარდამავალი თასი.