ზღაპრის კითხვა უმცროსკლასელთათვის


30 ოქტომბერს სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში არასამთავრობო  ორგანიზაცია ,,აკმეს“ მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  პროექტი ,,წიგნი სიყვარულია" უმცროსკლასელთათვის ხორციელდება და მიზნად ისახავს წიგნის სიყვარულის გაღვივებას.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სკოლის დირექტორმა, ბატონმა მურად ჯიშკარიანმა.  შეხვედრას უძღვებოდა იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის გამგე, აღნიშნული პროექტის დასავლეთ საქართველოს მენეჯერი (დაწყებითი საფეხურის მიმართულებით), ნათია ბრეგაძე და ამავე პროექტის კოორდინატორი, ქეთევან არჩვაძე.  

შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. ბავშვება წაიკითხეს ქართული ზღაპარი ,,ხარბი ოქრომჭედელი“. გაიმართა მსჯელობა წაკითხული ნაწარმოების ირგვლივ, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ბავშვები.

პროექტი:" წიგნი სიყვარულია" კვლავაც გაგრძელდება.