პატარა კალამი სამშობლოს სიყვარულში

დღეს  30  ოქტომბერს   III(გ)  კლასში   ჩატარდა  აკაკი  წერეთლის   ბიოგრაფიისა და   მისივე   ნაწარმოებების  („პატარა   ტარიელი“,  „მამალი  რას  ყივის“,   „ძიძაობა“)  განხილვა.  აღნიშნული აქტივობა განხორციელდა პროექტის „პატარა კალამი სამშობლოს სიყვარულში“ ფარგლებში.
მოსწავლეებმა   გაიხსენეს  მათთვის   საინტერესო   ფაქტები  აკაკი  წერეთლის ცხოვრებიდან  და   მოღვაწეობიდან, მნიშვნელოვანი  თარიღები  და  ფაქტები  გადაიტანეს საჩვენებელ  ფორმატზე, აღნიშნეს   თუ   რაოდენ  დიდი  გავლენა   იქონია   აკაკის   ჩამოყალიბებაზე    სოფელში - ძიძასთან   გატარებულმა   წლებმა.
   მათ ასევე   გაიხსენეს  აკაკის   სწავლის  წლები  გიმნაზიაში  და  იმსჯელეს აკაკისა და პატარა ტარიელს შორის მსგავსებაზე.

პატარებმა ხაზგასმით  აღნიშნეს   „პატარა  ტარიელის“  მთავარი  გმირის - ტარიელის   ფიქრი,  მისწრაფება და ქმედება.  აქტივობის დასასრულს, განიხილეს  ნაწარმოები „მამალი   რას   ყივის“ და გამოთქვეს  სურვილი  აკაკი წერეთლის   ნაწარმოებებიდან  ქართული   ენის   „მარგალიტები“ ამოეწერათ.
 აღსანიშნავია, რომ ბავშვებში პროექტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია.  მათ უფრო მეტი ნაწარმოები წაიკითხეს, ვიდრე დავალებული ჰქონდათ.