მხატვრული კითხვის საქალაქო კონკურსში "აწ, ენა მინდა გამოთქმად", დიპლომით დაჯილდოვდა იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე - დავით ჭაჭიაშვილი.
მხატვრული კითხვის კონკურსი განხორციელდა ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერით. კონკურსის მიზანია მოზარდებში მეტყველების კულტურის უნარ-ჩვევების განვითარება.
მხატვრული კითხვის კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქ. ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა.