მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში უფროსკლასელთათვის ჩატარდა
საჯარო ლექცია თემაზე: „ქართული ენის ისტორიული გზა და
დღევანდელობა“. ლექცია წაიკითხა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს საპატრიარქოს ანდრია
პირველწოდებულის სახელობის
ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის
ხელმძღვანელმა, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ.
საჯარო ლექციის მიზანი იყო ქართველთა ენობრივ-ეთნიკური ისტორიის გაცნობა და,
ამ მიმართულებით, სამომავლო საფრთხეებისა და პერსპექტივების მიმოხილვა.
- ლექციის ბოლოს, ტარიელ ფუტკარაძემ პედაგოგების
და მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა.
სკოლის დირექტორმა, მურად ჯიშკარიანმა მოწვეულ
სტუმარს მადლობა გადაუხადა საინტერესო ლექციის წაკითხვისათვის, ხოლო ბავშვებს უთხრა,
რომ იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში ღია ლექციები კვლავ გაგრძელდება.
