სასკოლო ტური ხატვაში ჩატარდა

დღეს იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის2 საჯარო სკოლაში ჩატარდა სასკოლო ტური ხატვაში. ტური პროექტ "მხატვარი პანდას" ფარგლებში დაიგეგმა, რომელშიც მონაწილეობ მიიღეს 7-დან 11 წლამდე მოსწავლეებმა.

საკონკურსო თემატიკა თავისუფალი იყო და იგი მოსწავლეებმა თავად აირჩიეს. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საქალაქო ტურში.

კონკურსი "მხატვარი პანდა" ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის, მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით ტარდება და მასში მონაწილეობას იღებს ქუთაისის საჯარო სკოლები.