დღეს იოსებ ოცხელის ქალაქ ქუთაისს №2 საჯარო სკოლას და სსიპ გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია ერთობლივი მეცნიერული კვლევების და საგანმანათლებლო კონფერენციების ორგანიზება. ასევე, კულტურული ღონისძიებების (კონცერტები, გამოფენები, ფილმები, სპექტაკლები) დაგეგმვა-ჩატარება.


