"მხატვარი პანდა"


იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის2 საჯარო სკოლა  მონაწილეობას იღებს კონკურსში  - „მხატვარი პანდა“, რომელიც ტარდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის, მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 7-დან 11 წლამდე მოსწავლეებს. საკონკურსო თემატიკა პირველ ეტაპზე (სასკოლო ტური) თავისუფალია და მას თავად მოსწავლე რჩევს.
საქალაქო ტურის საკონკურსო თემატიკას შეარჩევს კონკურისის ორგანიზატორები, რომლებიც კონკურსანტებს უზრუნველყოფენ სახატავი საშუალებებითაც.
კონკურსის შედეგების შეჯამებების შემდეგ გაიმართება გამარჯვებულის დაჯილდოვება.

აღნიშნული კონკურსის ფარგლებში ხუთშაბათს, 5 ნოემბერს, ჩვენს სკოლაში სასკოლო ტური ჩატარდება.

წარმატებებს ვუსურვებთ ბავშვებს!