"შევარდენმა" გაიმარჯვა

2015 წლის 31 ოქტომბერს იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის 2 საჯარო სკოლაში საფეხბურთო ტურნირის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს მოწინააღმდეგეები გუნდები "შევარდენი" (6/3 კლასი) და "აისი" (6/4 კლასი) შეეჯიბრნენ. 
ტურნირი მინი ფეხბურთში მიეძღვნა სპორტის დამსახურებული ოსტატის ჯუდა ხარაიძის ხსოვნას. საფინალო შეხვედრას უგულშემატკივრეს ქუთაისის სპორტის მუზეუმის დირექტორმა, სპორტის დიდმა ქომაგმა და მწერალმა ზურაბ ჯავახაძემ, ადგილობრივი თვითმმრთველობის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენლებმა, სკოლის დირექტორმა, პედაგოგიურმა კოლექტივმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა.

გამარჯვება მოიპოვა გუნდმა „შევარდენმა“. კაპიტანს გადაეცა გარდამავალი თასი, რომელზეც ამოტვიფრულია: „ჯუდა ხარაიძის სახელობის გარდამავალი თასი“.
საფეხბურთო ტურნირის იდეის ავტორი, საფეხბურთო სკოლა „შევარდენის“ პრეზიდენტ გრიგოლ მიქაუტაძე გამარჯვებულებს მიესალმა და წარმატებები უსურვა.
მან ორივე გუნდის წევრებს გადასცა სიმბოლური სიგელები. სიგელები ასევე გადაეცათ ფეხბურთის საფინალო თამაშში მონაწილე კლასების დამრიგებლებს, სკოლის დირექტორს და მსაჯს - სკოლის  ტექნიკურ მუშაკს შოთა გოქაძეს.
გუნდების წევრებს საჩუქრად გადაეცათ ზურაბ ჯავახაძის ავტორობით გამოცემული წიგნები, რომლებიც ასახავენ ქართული ფეხბურთის ისტორიას და თანამედროვეობას.
სკოლის დირექტორმა, ბატონმა მურად ჯიშკარიანმა აღნიშნა, რომ საფეხბურთო ტურნირი კარგი წამოწყებაა და იგი გაგრძელდება. მან მადლობა გადაუხადა ტურნირის იდეის ავტორს და სკოლის სპორტის პედაგოგებს.
ტურნირის ორგანიზატორებმა ახალბედა ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ შეახსენეს ჯუდა ხარაიძის დამსახურება ქათული სპორტს წინაშე, ხაზი გაუსვეს მის პიროვნულ ღირებულებებს და მადლობა გადაუხადეს ბატონი ჯუდას მეუღლეს საფინალო მატჩზე დასწრებისთვის.

საფეხბურთო ტურნირში მონაწილე გუნდების წევრები განსაკუთრებული მოტივაციით გამოირჩეოდნენ. პროფესიონალების შეფასებით, ისინი ბრძოლისუნარიანი და მიზანსწრაფული ახალბედა მოთამაშეები არიან.