იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში 2015 წლის 16 დეკემბერს მოსწავლეთა I სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება.
სამეცნიერო კონფერენცია „გიმნაზიის ისტორიის კვალდაკვალ“ მიეძღვნება იოსებ ოცხელის დაბადებიდან 150 წლისთავს.
კონფერენციის მიზანია იოსებ ოცხელის საქმიანობისა
და გიმნაზიის წიაღში მოღვაწე პედაგოგთა ღვაწლის გაცოცხლება და წარმოჩენა.
სამეცნიერო კონფერენციის პრიორიტეტული მიმართულებებია: საგანმანათლებლო პროგრამები გიმნაზიაში, იოსებ
ოცხელის მოღვაწეობა, გიმნაზიის კულტურულ-საგანმანათლებლო
მიღწევები, გიმნაზია 1905 წლის რევოლუციის მიჯნაზე, ქართულენოვანი სწავლების სირთულეები და მიღწევები გიმნაზიაში, გიმნაზიის სახელოვანი კურსდამთავრებულები, გიმნაზიის პედაგოგები, გიმნაზიის
ბიბლიოთეკა, გიმნაზიის მუზეუმი.
მოსწავლეთა სამეცნიერო
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება
შეუძლიათ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის IX,
X, XI და XII კლასების მოსწავლეებს.
გაითვალისწინეთ!
18 ნოემბერი - კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეების რეგისტრაციის ბოლო
ვადა.
19 ნოემბერი, 14:00 სთ - კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებთან I შეხვედრა.
27 ნოემბერი, 14:00 სთ - კონფერენციაში მონაწილე
მოსწავლეებთან II შეხვედრა.
4 დეკემბერი, 17:00სთ - ნაშრომის ელექტრონული ვერსიის გადმოგზავნის ბოლო
ვადა.
რეგისტრაცია დაწყებულია! დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ საერთაშორისო და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორს - ხათუნა ჯავახაძეს (ტელ.: 577 44 61 62; ელ-ფოსტა: khatuna.javakhadze@gmail.com).
გისურვებთ წარმატებებს!