მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის X-3 კლასში (დამრიგებელი: მარინე რუსაძე) პროექტის "ეს საქართველოა!" ფარგლებში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა ფოტო და ვიდეო პრეზენტაციების გამოყენებით, წარმოადგნეს კახეთში ექსკურსიისას განცდილი შთაბეჭდილებები. სამდღიანი ხალისიანი და დაუვიწყარი მოგზაურობა მოსწავლეთა სამმა ჯგუფმა გაგვაცნო.
ღონისძიებას არ ჩაუვლია სიმღერისა და ცეკვის გარეშე. X-3 კლასის მოსწავლეთა გამორჩეული ნიჭირებითა და მომზადებით მოიხიბლა მოწვეული სტუმრები პარლამენტიდან, სოსო ჯაჭვლიანი და ომარ ნიშნიანიძე.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქუთაისის განათლების რესურ ცენტრის ხელმძღვანელი, ბადრი ვაშაკიძე, მერიის განათლების განყოფილების უფროსი, მერან დანელია, სკოლის დირექტორი, მურად ჯიშკარიანი და პედაგოგები.