2015 წლის 24 დეკემბერს, VII-1 კლასის მოსწავლეები, პედაგოგის - ქალბატონი ნათელა ხარაბაძის ინიციატვით ქუთაისის ისტორიულ მუზეუმს ეწვივნენ. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ექსპონანტები დაათვალიერეს, როგორებიცაა: ზარბაზანი, პირველყოფილი ადამიანების ქვის იარაღები, ბრინჯაოს ფულები, მინანქრით მოჭედილი ხატები და სხვა.
მოსწავლეთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ქართველი ხალხის სამეურნეო საქმიანობის ნივთებმა - ხილის საკრეფმა ჭურჭელმა, საწნახელმა და სხვა - ეროვნულ-ტრადიციულმა იარაღებმა.
ეს დღე VII-1 კლასის მოსწავლეებისათვის მუდამ დარჩება კარგ მოგონებად.