მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის VII/1 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში თემაზე: "ძალები მექანიკაში" (პედაგოგი ნინო შენგელია).
მოსწავლეებმა სრულყოფილად განიხილეს ბუნებაში არსებული სიმძიმის, მიზიდულობის, დრეკადობისა და ხახუნის ძალები. თეორიულ მასალას თან ახლდა შესაბამისი პრაქტიკული და სადემონსტრაციო ცდები და ამოცანები, პრეზენტაცია ეკრანზე და თვითნაკეთი ხელსაწყოების დამზადების ტექნოლოგია.
ღია გაკვეთილს დაესწრო დირექტორის მოადგილე, ამირან ძანიძე, საბუნებისმეტყველო კათედრის გამგე მარინე რუსაძე, კლასის ხელმძღვანელი მაკა ყურაშვილი და კათედრის სხვა წევრები.