2016 წლის 13-დან 19 იანვრის ჩათვლით ყაზახეთში, კერძოდ ალმაატაში გაიმართა ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა ფიზიკაში, რომელშიც საქართველოდან მონაწილეობა მიიღო 28 მოსწავლემ. ერთ-ერთი ინდივიდუალური მონაწილე იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე - გიორგი ბაღდავაძე მშობლიურ ქალაქში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.
ვულოცავთ გიორგის წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალჯერ ასახელოს მშობლიური სკოლა!