მომავლის ვარსკვლავები



მარიამ და გიორგი ჭეიშვილები მუსიკალური ნიჭის მქონე პატარა აღსაზრდელები არიან, რომლებმაც ბევრჯერ ასახელეს ჩვენი სკოლა.
მარიამი მეოთხე კლასშია, გიორგი კი მეხუთეში. ქალბატონმა მაია ხაჭაპურიძემ, რომელიც გიორგის კლასის დამრიგებელია, დიდი სოთბოთი და სიყვარულით დაახასიათა იგი: გასაოცარია, პაწაწუნა ხელებით როგორი სისწრაფით უკრავს ფოტეპიანოზე.
გიორგის და მარიამს ქართველი, რუსი და დასავლეთ ევროპის კომპოზიტორთა ნაწარმოებები შეუსრულებიათ საკონცერტო დარბაზებში. მათი სოლო კონცერტი კი 2015 წლის 2 ივნისს . ფალიაშვილის სახელობის 2 სამუსიკო სკოლაში ჩატარდა.
გარდა ამისა, გიორგი საქართველოს ხელოვანთა კავშირის - ხელოვნები მომავლისათვის, . სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და თბილისის ევ. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კამერული ანსამბლების მეორე კონკურსის, ქართული ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის განვითარების კავშირისჰარმონიის“, ხელოვანთა აკადემიის დასავლეთ საქართველოს  მეორე რეგიონული მუსიკალური ფესტივალის და სხვა კონკურსების ლაურეატია.
წარმატებებს ვუსურვებთ მარიამ და გიორგის!