ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის, მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით, ჩვენს ქალაქში განხორციელდა შემოქმედებითი კონკურსი "პანდა", რომელშიც სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან მონაწილეობა მიიღეს ხატვის ნიჭით დაჯილდოვებულმა მოსწავლეებმა.
აღნიშნულ კონკურსში იოსებ ოცხელის სახელობის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ კონკურსში იოსებ ოცხელის სახელობის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
კონკურსის შედეგების შეჯამების შემდეგ გამოცხადდა გამარჯვებულები.
დღეს გალერეა "ვარლაში" დიპლომი და სერთიფიკატი გადაეცა ჩვენი სკოლის VIII-1 კლასის მოსწავლეს საბა ჩუბინიძეს ნომინაციაში "საუკეთესო კომპოზიცია ქართულ თემაზე". დიპლომი ასევე გადაეცა სკოლის პედაგოგს ლიანა გოგოლაშვილს აღნიშნულ კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის.