მიმდინარე წლის 24 იანვარს აკ. წერეთლის სახელობის №1 საჯარო სკოლაში გაიმართა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვების ღონისძიება. მედლები გადაეცათ 2015 სასწავლო წლის საუკეთესო კურსდამთავრებულებს. იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლიდან ოქროს მედლები გადაეცათ: ლერი მესხორაძეს, მარიამ ღულაძეს, ზურაბ კიკვაძეს, ელგა ნუცუბიძეს, დავით ახალაძეს, გვანცა ჩხიკვაძეს, თამარ დოლაბერიძეს, დავით ხურციძეს, მეგი ქოჩიაშვილს და თემურაზ ფურცხვანიძეს. ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ: მარიამ თევდორაძე და დუდა აბაზაძე.
კურსდამთავრებულებს მედლები გადასცეს ქალაქ ქუთაისის მერმა - შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ - დავით დვალმა. დაჯილდოვებაში მონაწილოებას იღებდნენ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ქუთაისის რესურს ცენტრის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია ჩვენი სკოლის პედაგოგების დამსახურება კურსდამთავრებულთა წარმატების საქმეში. დღეს უკვე წარმატებული პირველკურსელების კლასებს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ეკა ჯუღელი, ცირა ქარსელაძე და მაია ხაჭაპურიძე.