დღეს, 28 იანვარს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში დაიწყო საინფორმაციო კამპანია გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით.
მოსწავლეებთან შეხვედრებს ჩაატარებენ ექიმი - თამთა ჩოგოვაძე, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი თაკო სალდაძე, მეოთხე კურსელი მარიამ როდონაია, ფაკულტეტის მედიცინის ფაკულტეტის სპეციალისტი - მაია გიორგაძე.
მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრებისთვის მადლობას ვუხდით მათ. აქვე აღვნიშნავთ, რომ თამთა ჩოგოვაძე გახლავთ ჩვენი სკოლის დამაარსებლის - იოსებ ოცხელის დის - ნინოს შვილთაშვილი.
საინფორმაციო კამპანია გაგრძელდება 3 თებერვლამდე.