მიმდინარე წლის 4 თებერვალს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის X-3 და X-2 კლასების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა ღია გაკვეთილი მსოფლიო ოსტორიაში (პედაგოგი: ანა გოგავა, კლასის დამრიგებლები: მარინე რუსაძე, ნინო დათაშვილი) თემაზე: "საზოგადოება და სამართალი".
მოსწავლეებმა არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე საინტერესოდ წარმოადგინეს პასუხები შემდეგ შეკითხვებზე;
უნდა დაუპირისპირდეს თუ არა პიროვნება საზოგადოებას, როდესაც იცის, რომ დამარცხდება?
შესაძლებელია თუ არა საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირება სამართლის გარეშე?
რა მოხდება დაწერილი სამართალი რომ არ არსებობდეს?
მოსწავლეებმა მსჯელობისას გამოიყენეს ვიზუალური ფოტო და ელექტრონული (ppt) მასალები.