დღეს იოსებ ოცხელის სახლზე, სადაც იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ქალაქ ქუთაისის მერმა ბარელიეფი გახსნა.
თამარ მეფის ქუჩა, I ჩიხი, №2 - ამ მისამართზე იოსებ ოცხელმა სამოსახლო 1897 წელს შეიძინა. 119 წლის შემდეგ აღნიშნულ სახლში იოსებ ოცხელის დის - სოფიო ოცხელის შთამომავლები ცხოვრობენ.
დღევანდელ ღონისძიებას უმასპინძლეს სოფიო ოცხელის ქალიშვილმა - ქალბატონმა ლიანა ხაჭაპურიძემ და ვაჟიშვილის - თენგიზ ხაჭაპურიძის შვილებმა - ალექსანდრემ და გიორგიმ.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საკრებულოს დეპუტატები, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის კუტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომომადგენლები, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, იოსებ ოცხელის ახლო ნათესავები, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის დირექტორმა, ბატონმა მურად ჯიშკარიანმა. მან გამოხატა სიხარული აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და მადლიერებით აღნიშნა ბარელიეფის გახნის საქმეში ქუთაისის მერის და შესაბამისი სამსახურების წვლილის შესახებ.
სტუმრებს სიტყვით მიმართა ბატონმა შოთა მურღულიამ. მან ისაუბრა იოსებ ოცხელის ფასდაუდებელ ღვაწლზე. შემდეგ კი სკოლის დირექტორთან და მოსწავლეებთან ერთად ბარელიეფი გახსნა.
უნდა აღინიშნოს, რომ იოსებ ოცხელის სახლისთვის ბარელიეფი თითქმის 20 წელია დამზადებულია, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მისი მოთავსება სახლზე ვერ ხერხდებოდა.