მიმდინარე წლის 8 თებერვალს წმ. დავით აღმაშენებლის
ხსენების დღესთან დაკავშირებით, სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის
X-3 კლასში
ჩატარდა საჯარო გაკვეთილი თემაზე: „საქართველო
დავით აღმაშენებლის დროს“ (დამრიგებელი: მარინე რუსაძე, ისტორიის პედაგოგი: ბელა ხეცურიანი).
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოგვიდგინეს ისტორიული
ცნობები თურქ-სელჩუკთა და ყივჩაღთა სახელმწიფოების, დავით აღმაშენებლის მიერ ყივჩაღთა
ჩამოსახლების, დიდგორის ბრძოლის, თბილისის საამიროს, დავით აღმაშენებლის მიერ განხორციელებული
რეფორმების, „გალობანი სინანულისანის“, თბილელი
ბერების და ჯაფარიანთა დინასტიის შესახებ. აღსაზრდელებმა ფოტო და ვიდეო მასალების საფუძველზე
შთამბეჭდავად გაგვაცნეს დავით აღმაშენებლის და ქართველ მებრძოლთა გმირობა საქართველოში
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის დროს საქართველოს ისტორიაში.
აღსანიშნავია, რომ ღია გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა
ხაზგასმით აღნიშნეს ქართველების და საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების
წარმომადგენელთა ჰარმონიული თანაცხოვრების შესახებ.
სხვადასხვა ისტორიული თემატიკის ირგვლივ წარდგენები
მოამზადეს მოსწავლეებმა: ნანო ღვინიანიძემ, ანანო შალამბერიძე, გიორგი კაკაბაძემ, ლუკა
კაპანაძემ, მარიამ სანიკიძემ, გაგა ფრუიძემ, ლევან ზარნაძემ, ლუკა ქარჩხაძემ, ლინა
ქაჯაიამ, მარიამ გალდავამ, საბა ბასილაძემ, ელენე ჯიქიძემ, სერგო ჯანაძემ, ნიკოლოზ
ფრუიძემ, თათო ლევიძემ, ნია გაბუნიამ, თამუნა სანებლიძემ და სხვებმა.
დასასრულს, სკოლის დირექტორმა, ბატონმა მურად მუშკარიანმა
აღნიშნა, რომ მოხარულია, როდესაც უსმენს მოზარდებს,
რომლებსაც აქვს პატრიოტული სულისკვეთება. სკოლი თანამშრომლებმა დღევანდელი დღე მიულოცეს ბავშვებს და წარმატებები უსურვეს.