ჩემი საინფორმაციო ველი

მიმდინარე წლის 10 თებერვალს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის X-3 კლასში (დამრიგებელი: მარინე რუსაძე) ჩატარდა საინტერესო აქტივობა თემაზე: "ჩემი საინფორაციო ველი", რომელსაც ტრადიციულად ყოველკვირეული ხასიათი აქვს. ამ დღისთვის მოსწავლეები ამზადებენ ინფორმაციებს კვირის სიახელეების შესახებ და კალენდრის მიხედვით. ისინი მუშაობენ სხვადასხვა რუბრიკებზე, როგორიცაა: "ადამიანები. ფაქტები, მოვლენები", "უცნობი ისტორიები", "მოზაიკა", "თავისუფალი თემები", "ტელემარკეტი" და სხვა.
დღევანდელი საინფორმაციო დღე 10 თებერვლის ანონსით დაიწყო, რომელსაც მოჰყვა რუბრიკები: "კალენდრი" (მარი სანიკიძე), "კვირის სიახლეები" (ნერსე ხურციძე, საბა ბასილაძე), "თბილისის ოპერის თეატრის ისტორია" (მარი სანიკიძე). მოსწალეებმა ისაუბრეს წმ. დავით მეფისა და იმერეთის ეპისკოფოსის გაბრიელ ქიქოძის ღვაწლის (ლუკა კაპანაძე, ლევან ზარნაძე) შესახებ. რუბრიკაში "ადამინები, ფაქტები, მოვლენები" გაშუქდა პერლ ჰარბორის ისტორია და "კარიბის ზღვის კრიზისი" (სერგო ჯანაძე), პოპ-არტის ფუძემდებლის ენდი უიორჰოლის შემოქმედება (მარი გალდავა). რუბრიკაში: "მოზაიკა" ლინა ქაჯაიამ წარმოადგინა XX  საუკუნის 60-ნი წლების კინოლეგენდები, რომელმაც განსაკუთრებლი მოწონება დაიმსახურა.
ანანო შალამბერიძემ თავსუფალი თემის: "ნელი ტანგოა ეს ცხოვრება, გურა!" ფარგლებში გაგვაცნო XX საუკუნის 60-ნი წლების ქარველი მოღვაწეების ისტორია, ხოლო "სამედიცინო რუბრიკაში"  მოვისმინეთ გიორგი ფხაკაძის  ინფორმაცია გრიპის, მისი კლასიფიკაციის, გავრცელების არეალების და სიმპტომების შესახებ. მან ასევე ისაუბრა პირველი ანტიბიოტიკის შემქმნელის ალექსანდრე ფლემინგის შესახებ. რუბრიკა "ტელემარკეტში" გიორგი კაკაბაძემ მსმენელს შესთავაზა სიახლეები მობილური ტელეფონების, ლეპტოპებისა და ტელევიზორების უახლესი მოდელების, მათი ფუნქციებისა და უპირატესობი შესახებ. 
დასასრულს ნანო ღვინიანიძემ ინტერვიუ სთხოვა ქუთაისის განათლების რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ბადრი ვაშაკიძეს.
"ჩემ საინფორმაციო ველს" ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, მურად ჯიშკარიანი, დირექტორის მოადგილე, ამირან ძაგნიძე, ადმინისტრატორი, ომარ ავალიანი, პედგაგოები: ბელა ხეცურიანი, ეკატერინე სირაძე, ბიბლიოთეკის გამგე: მაია კვიტაშვილი.
შემდეგი აქტივობა "ჩემი საინფორმაციო ველი ჩატარდება" 16 თებერვალს.