მიმდინარე წლის 11 თებერვალს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის V-3 კლასში (დამრიგებელი: მაია ხაჭაპურიძე) ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებასა და მათემატიკაში თემაზე - "ეკოლოგია" (ბუნების პედაგოგი: ეთერ სიხარულიძე, მათემატიკის პედაგოგი: თინათინ სვანაძე). გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის აზროვნების, დედუქციური და ინდუქციური მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგებმა და მოსწავლეებმა გამოიყენეს საინტერესო და სახალისო აქტივობები.
წარმატებებს ვუსურვებთ ქ-მ მაია ხაჭაპურიძის აღსაზრდელებს და პედაგოგებს!