მოსწავლეებმა გაიხსენეს იტალიური რენესანსის ეპოქა, დიდი ფერმწერი, მოქანდაკე, ხელოვნების თეორეტიკოსი და საინჟინრო საქმის უბადლო მცოდნე ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო ბუონაროტი, რაფაელ სანტი. აღსაზრდელებმა ასევე ისაუბრეს რენესანსის წარმომადგენლებზე იტალიის ფარგლებს გარეთ, როგორიცაა გერმანელი ფრემწერი და გრაფიკოსი, გრავიურის ოსტატი ალბრეხტ დიურერი.
აღსანიშნავია, რომ თემატური გაკვეთილები ვიზუალური და ვიდეო პრეზენტაციების გამოყენებით სკოლაში სისტემატურად იგეგმება. აღნიშნული კი ხელს უწობს მოსწავლეებში მსჯელობის, წარდგენისა და აკადემიური უნარ-ჩვევების განვითარებას.