კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი ჩაიწერა იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის ისტორიაში. 2016 წლის 19 თებერვალს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სკოლის ეგიდით ჩატარდა მოწავლეთა II სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები ებრაელი ხალხის შუასაუკუნეების ანტისემიტიზმიდან მეორე მსოფლიო ომში მათ დევნასა და მასობრივ ხოცვამდე - ჰოლოკოსტამდე.
საკონფერენციო თემები წარმოადგინეს IX-XI კლასების მოსწავლეებმა: მარიამ ჯავახაძემ, ნინი ბრეგაძემ, მარიამ სანიკიძემ, გიორგი ფხაკაძემ, ქრისტინა ხურციძემ, მარიამ იობიძემ, ელენე ჯიქიძემ, ნანო ღვინიანიძემ, ნინი გაბუნიამ, ნია ესებუამ, ანანო გოგავამ, ანანო შალამბერიძემ, ლინა ქაჯაიამ, ნინო ჯინჭარაძემ, თინათინ შარვაშიძემ, ქეთევან იმედაძემ.
მოწვეულ სტურებს შორის იმყოფებოდნენ ქუთაისის საჯარო სკოლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ებრაელთა საზოგადოების კავშირის და ვეტერანთა ორგანიზაციის ხელმძღვანელები, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები.
კონფერენციის მასალები დაიბეჭდება სკოლის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალში "გიმნაზიის მემკვიდრეობა".
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს რთულ და საინტერესო სამეცნიერო გზაზე...