გამოიცა იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა I სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებები.
საკონფერენციო თემები დაიბეჭდა ახლადდაფუძნებულ ჟურნალში: "გიმნაზიის მემკვიდრეობა".
ჟურნალი სამეცნიერო-საგანანმათლებლო ხასიათისაა. მასში ქვეყნდება სკოლის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებები და მოსწავლეთა საინტერესო ნაშრომები.
ჟურნალის დამფუძნებელია სკოლის დირექტორი - მურად ჯიშკარიანი.
"გიმნაზიის მემკვიდრეობის" პირველი ტომში დაიბეჭდა იოსებ ოცხელის გარდაცვალებიდან 150 წლითავისადმი მიძღვნილი საკონფერენციო ნაშრომები, რომლებიც მოამზადეს ჩვენი სკოლის IX-XI კლასების მოსწავლეებმა: იზა ცინცაძემ, ნინო ფრუიძემ, ნინო ჯინჭარაძემ, მარიამ ყურაშვილმა, ნინო ახალაძემ, გიორგი ჩუბინიძემ, ნიკოლოზ შავლაყაძემ, ქეთევან შავგულიძემ, ფარნა კეპულაძემ, ლილე ბეჟუაშვილმა, ხატია კახიძემ, ნია გაბუნიამ და მარიამ ჭოღოშვილმა.