მიმდინარე წლის 25 მარტს იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის V-3 კლასში (დამრიგებელი: მაია ხაჭაპურიძე) ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი ვაჟა-ფშაველას "შვლის ნუკრისა" და ჰ. ზალტენის "ბემბის" მიხედვით.
მოსწავლეებმა იმსჯელეს ადამიანის და ბუნების ურთიერთობაზე, რომელიც ხაზგასმულია ნაწარმოებებში ავტორების მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა შემუშავეს ბუნების დაცვის ღონისძიებები. მათი შეფასებით, ადამიანი ბუნების მტერი არ არის, თუმცა კანონზიმიერად ვერ იყენებს ბუნების სიკეთეს, რის გამოც ვაწყდებით უსიამოვნებებს,
გარდა ამისა, ბავშვების მოსაზრებით, თუკი ისინი გადაწყვეტენ გახდნენ მონადირეები, დაიცავენ კანონს ნადირობის შესახებ.
დასასრულს, მოსწავლეები ბუნების დაცვის იდეას კიდევ ერთხელ გამოეხმაურენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სკოლის ეზოში დარგონ ხეხილი.
წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ მაიას და მის აღსაზრდელებს!