ფრანკოფონის დღებში ჩვენი სკოლაც ჩაერთო

2016 წლის 9 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით საქართველოში ოფიციალურად აღინიშნა ფრანკოფონიის თვე. დაგეგმილ ღონისძიებებში და კონკურსებში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აქტიურად ჩაერთო ჩვენი სკოლაც, კერძოდ IV-V-X-XI კლასის მოსწავლეები.
14 მარტს X-XI კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სასკოლო ფრანგულენოვან კონკურსში ,,J’aime le francais’’, 25 მარტს  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში IV-V კლასის მოსწავლეები დაესწრნენ ფრანგული ანიმაციური ფილმის ,,მონსტრი პარიზში’’ ჩვენებას.
26 მარტს  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ფრანკოფონიის დღეების საზეიმო დახურვა და კონკურსანტების დაჯილდოება. საზეიმო დახურვას ესწრებოდნენ: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ბატონი - ჟან ივ ლავუარი და  საქართველოში ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობის და განვითარების ფონდის კოორდინატორი ქალბატონი - ქეთევან ქურციკიძე.  გამოცხადდა გამარჯვებულებიც, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონკურსში ,,J’aime le francais’’.

 XI3 კლასის მოსწავლეები: ანანო გოგავა, ქეთევან დვალიშვილი და მარიტა დვალიშვილი - დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებით,  ხოლო X3 კლასის მოსწავლემ ნანო ღვინიანიძემ პირველ ხუთეულში IV ადგილი  და პრიზი დაიმსახურა. მან ქართული სიმღერით ,,ქუთაისო’’ დახურა ფრანკოფონიის დღეები და თავისი ლამაზი ხმით და შესრულებით  ბატონი ჟან ივ ლავუარის დიდი მოწონება დაიმსახურა.