პატარების მოგზაურობა ზღაპრების სამყაროში


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის I-5 კლასში (დამრიგებელი: ნანა გვალია) დღეს გაიმართა ვიქტორინა სახელწოდებით: "მოგზაურობა ზღაპრების სამყაროში", რომელშიც მონაწილეოება მიიღეს მოსწავლეებმა. ვიქტორინას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები, მშობლები და პედაგოგები.

ვიქტორინის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს გადაეცათ სიმბოლური დიპლომები.
წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ ნანას და მის პატარა აღსაზრდელებს!