ციალა ჯაფარიძის იუბილისადმი


 დაბადების დღეს გილოცავთ „იოსებ ოცხელის საზოგადოება“, ქ-ნო ციალა, (მართალია, დაგვიანებით, მაგრამ ეს წელი თვენი წელია!) “შემოქმედებითი საღამოც“ დაგვიანებით ჩატარდა. მართლაც ღირსეული ქ-ნი ბრძანდებით და ალალი და უშურველი იყოს თქვენდამი მომართული ყოველი საქებარი სიტყვა; აკი საზოგადოების დიდი ნაწილიც ბავშვის შემოყვანის დროს იმას ნატრობდა – „ნაღდი, ნატურალური მასწავლებელი ციალა ჯაფარიძე მინდა ასწავლიდეს ჩემს შვილს და არა სქემებში ჩაძირული აქტივისტი.“ მათაც გაუმართლდათ, მოგანდგნენ კიდეც... თქვენი იუბილეს ჩატარებას უფრო დიდი დატვირთვა ჰქონდა, თქვენ ყოფილიყავით „კრებსითი სახე“ იმ დიდებული ადამიანებისა, რომლებიც ამშვენებდნენ და ალამაზებდნენ ქართულ საგანმანათლებლო კერას ოცხელის გიმნაზიიდან მოყოლებული.
მაგონდება მერაბ კოსტავას რჩევა ახალგაზრდებისადმი, რომ „გიყვარდეთ სამშობლო შენში და არა შენი თავი სამშოლოში“– აქაც ზოგიერთებს თვითონ სჭირდებოდათ საკუთარი თავის წარმოჩინება ამ დიდებულ საღამოს. აბა რა დააკლდებოდა თქვენს დიდებულ ბიოგრაფიას, თუკი ერთი აბზაცსაც ჩაამატებდნენ იმ კაშკაშა სახელებისა, რომლებიც წავიდნენ ზოგი ამ სკოლიდან, ზოგი ამ  „სოფლიდან“. ამჯერად ნიჭიერ სცენარისტებზე ზეგავლენა მოახდინა არაფორმალურმა მმართველმა“, თორემ სცენარის იდეურ ხელმძღვანელს სკოლის წარსული და მისი მოამაგენიც ჰყავდა ჩაფიქრებული; ძვირფასო ციალა, ამ საკითხზე არცრას ვიტყოდი „მტრები“ რომ არ მოგმატებოდა. (არადა თქვენგან დამოუკიდებლად, თქვენი სურვილის გარეშე); უსამშობლო ხალხის მიერ აყვავებული ქვეყანა არავის უნახავს, ყოველი მათგანი თავისი არშინით ზომავს. „აბორიგენი კოლეგის აზრის გათვალისწინება სასურველი იქნებოდა, ერთი მაინც რომ ჩაერთოთ ამ სკოლის აღზრდილი. (მხედველობაში არ მყავს „მე“), უსათუოდ გაიხსენებდა რამდენიმე რამდენიმე წასულ ან გასულ მასწავლებელს ან დირექტორს და თქვენც ის „ცოდვა“ აგცდებოდათ, რომელიც უნებლიეთ „აგკიდეს“. „ვარსკვლავიც გაგიხსენით(!?); ვარსკვლავი თქვენ დიდი ხანია გაქვთ გახსნილი, ისინი არა მარტო  ჩვენს სამშობლოში, არამედ უცხოეთშიც კაშკაშებენ და ახსოვთ ვისი აღზრდილნიც არიან, ხშირად იხსენიებენთ თვენს ღვაწლს; აქ კი ორჯერ „გაგიხსნა“ ვარსკვლავი ცეტმა ორგანიზატორმა; მთავარი ამ „სიცელქეში“ სარეკლამო განცხადებაა, რომ ვარსკვლავი გაიხსნება „ვირტუალური მუზეუმის „წინო“, ორი წელია შიგადაშიგ“ იხსნება მუზეუმი“, მაგრამ... კონსტანტინე გამსახურდიას და მისი თანაკლასელების მიერ გახსნილი მუზეუმი ებევრა „მავანს“ და ... 
ამას არ შეგახსენებდით, თვითონ ბრძანდებოდით გულშემატკივარი და იმ კომისიის თავჯდომარე, რომელიც ამტკიცებდა მუზეუმის არსებობას (!) ,მაგრამ... „ლომს თუნდ ცალთვალას, ვინ შებედავს ელამი ხარო“.
ქალატონო ციალა, თქვენთვისაც მტკივნეულია მუზეუმის თემა და მიკვირს რატომ მაინცდამაინც თქვენი „ვარსკვლავი“ სწორედ სიმბოლურად ვირტუალურ მუზეუმის წინ „ააკაშკაშეს“, არც თუ მომგებიანი ადგილია.
P.S. მაგონდება კ/ფ „ქეთო და კოტე“  ერთი ეპიზოდი, როცა ვაჭართა ფენას ამპარტავნულად მოიხსენიებდნენ, რეპლიკამ: „აქ კარგი სუფრა გველოდებაო“ ყველაფერი გადაწონა; რას იზამ ?! ქართველები ვართ.

ადამიანი და ბუნება


V-3 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მაია ხაჭაპურიძე) ქართული ენისა და ლიტერატურის შემაჯამებელი გაკვეთილის: "ადამიანი და ბუნება" თანახმად, 1 აპრილს ბუნების გაკვეთილზე (მასწავლებელი: ეთერი სიხარულიძე), სკოლის ეზოში დარგეს ხეხილის ხეები: ქლიავი, ალუბალი, თხილი, მუშმალა და სხვა, რაშიც უფროსკლასელებმაც
დიდი სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა.
პატარებზე ამ ხალისიანმა სამუშაომ დიდი  შთაბეჭდილება მოახდინა.

ძალადობა და მათი სახეები

მიმდინარე წლის 30 მარტს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის 2 საჯარო სკოლის IX-3 კლასში (დამრიგებელი: ბელა ხეცურიანი) ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე: ძალადობა და მათი სახეები (საგანი: სამოქალაქო განათლება; პედაგოგი: ეთერ სიხარულიძე). გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს უკეთ გაეცნოთ ძალადობის სახეები და მისი მართვის მეთოდები. სპეციალურად ამ დღისთვის  მომზადებული როლური თამაშებით, აღსაზრდელებმა წარმოა-დგინეს ძალადობის სცენები, რომლებიც განიხილეს გაკვეთილის განმავლობაში. მთ გაამახვილეს ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ძალადობა სკოლაში, ოჯახში და თემში. 
გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენებს თვალსაჩინოებები: ნახატები, სურათები, პლაკატები (წარწერებით: არა ძალადობას! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!), ასევე საერთაშორისო კონვენციები ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ.  ვიდეო მასალის ჩვენების შემდეგ, გაიმართა დისკუსია.
გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები.

საინტერესო გაკვეთილი ხელოვნების ისტორიაში

მიმდინარე წლის 31 მარტს იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის #2 საჯარო სკოლის V-1 კლასში (დამრიგებელი: მაია ფანცხავა) ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი ხელოვნების ისტორიაში (პედაგოგი: ნათელა ხარაბაძე).
მოსწავლეებმა ჯგუფებში თვალსაჩი-ნოებების საშუალებით საინტერესოდ წარმოადგინეს თემები: ეროვნული საგანძური (ისტორიული ცნობები ბედიის მონასტრის, ნიკორწინდის, ხახულის, ბოლნისის სიონის და არმაზის ხევის რელიგიური ძეგლების შესახებ), ხელოვნება და ისტორია (დავით გუდიაშვილის შემოქმედების, კრწანისის ბრძოლის, ვახტანგ გორგასლის და ქართლის დედის ძეგლების და მათი მნიშვნელობის შესახებ).
I ჯგუფის თემაზე მუშაობდნენ: მარიამ მანაგაძე, საბა მანაგაძე, დურიკო ჭეიშვილი, ქეთი ლომიძე, დათა ღვინიანიძე და ხვიჩა ბაინდური. II ჯგუფის თემაზე მუშაობდნენ: მარიამ გურული, ანა ჭურაძე, ემილი გოლეთიანი, ლიკა მაღლაკელიძე და თამარ მარგველაშვილი.

პატარების მოგზაურობა ზღაპრების სამყაროში


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის I-5 კლასში (დამრიგებელი: ნანა გვალია) დღეს გაიმართა ვიქტორინა სახელწოდებით: "მოგზაურობა ზღაპრების სამყაროში", რომელშიც მონაწილეოება მიიღეს მოსწავლეებმა. ვიქტორინას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები, მშობლები და პედაგოგები.

ვიქტორინის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს გადაეცათ სიმბოლური დიპლომები.
წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ ნანას და მის პატარა აღსაზრდელებს!